გლდანელებს ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციის დასრულებისთვის ლოდინი დიდი ხანი მოუწიათ. ეს ლოდინი დიდმა გაუგებრობამ შეცვალა. თბილისი მერიამ სანიაღვრე ჭები არასწორად დაამონტაჟა.
ქუჩების სრული რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 13 მილიონამდე ლარი გამოიყო.
კახა კალძემ როგორც ეს მერიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი "კაპიტალური რეაბილიტაცია " 2019 წლის 1 მაისს დაიწყო, დასრულების თარიღად კი ექვსი თვე განისაზღვრა. დღემდე სამუშაოები გრძელდება, ჯერ კიდევ არ არის დახაზული ქვეითთა გადასასვლელები და ხშირად არც შუქნიშნები მუშაობს.
თბილისის მერიის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ რომ არასწორად შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ
ლილოს დასახლებაში ადგილობრივები ამბობენ, რომ ასფალტი სულ ახლახანს უკვე დაიგო, მაგრამ ახლა ქუჩა თავიდან გადათხარეს. მიზეზი წყლის მილების რეაბილიტაციაა. არასწორ დაგეგმვასა და ბიუჯეტის არამიზნობრვ ხარჯავში თბილისის მერიას ადგილობრივები და ოპონენტები ადანაშაულებენ.
რამდენიმე დღის წინ ბარათაშვილის ქუჩაზეც ასფალტი ხელახლა დაიგო. მაშინ როდესაც გზის რეაბილიტაციისთვის მერიის ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაიხარჯა, სამუშოები 2020 წლის 17 ივნისს დასრულდა. მილიონიანი გზის ნაწილი კი რამდენიმე დღის წინ ისევ გადაკეტეს, გადათხარეს და ასფალტიც ხელახლა დააგეს.
რატომ ხარჯავს ერთიდაიგივე პროექტზე მერია მილიონებს - ამაზე მერიაში არ გვპასუხობენ. ხელისუფლების ოპონენტები კი ფიქრობენ, რომ კალაძე ხალხის ფულს მხოლოდ წინა საარჩევნოდ, ქართული ოცნების პიარისთვის ხარჯავს.
ქეთევან ენუქიძის თქმით მთავრი პრობლემაა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის ექსპერტიზა არ ტარდება. მშენებელი კომპანიები არასწორად შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის გამო ფინანსურ კრიზისს განიცდიან, რადგან არაერთხელ უხდებათ ერთიდაიგივე სამუშაოს შესრულება. ქეთევან ენუქიძე სრულ პასუხისმგებლობას იმ საჯარო უწყებებს აკისრებს, ვინც ინფრასტრუქტურულ პროექტებს არასწორად გეგმავს და შედეგად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი უშედეგოდ იხარჯება.
ქვეყნის მასშტაბით, მილიონობით ლარი მხოლოდ იმაში იხარჯება რომ დასრულებული პროექტების ხარვეზები გამოსწორდეს. ამასობაში კი ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად ყოველ დღე უფრო და უფრო ღარიბდება, მისი ბიუჯეტი მხოლოდ იმას ხმარდება, რომ წინა საარჩევნოდ მხოლოდ ერთი რამ გვესმოდეს - "ოცნება მუშაობს"