
რუსულმა არტილერიამ ხერსონის ოლქის სოფელი ანტონივკა დაბომბა. ჭურვი მოხუცი ცოლ-ქმრის სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ქალი მძიმე დაზიანებებით ადგილზე დაიღუპა. 74 წლის კაცს კი დაზიანებები მუცლის არეში მიადგა.
ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმა 25 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.
"გვიან, როცა ხალხი დასაძინებლად ემზადებოდა, რუსეთის არმიამ მათი სახლი საარტილერიო ცეცხლით დაფარა. მძიმედ დაშავდა 72 წლის ქალი. ტრაგედიის ადგილზე მისულ ექიმებს ის მკვდარი დახვდა," - ნათქვამია განცხადებაში.