მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 20 სექტემბრამდე გადაიდო

გამოქვეყნდა:

ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გადაიდო.

მიზეზი მესამე პრეზიდენტის პროცესზე ვერდასწრება გახდა, რომელიც სასამართლოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო დისტანციურად ვერ ჩაერთო.

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები პროცესის გაგრძელებას მესამე პრეზიდენტის გარეშე ითხოვდნენ, მოსამართლეთა კოლეგიამ სხდომა 20 სექტემბრისთვის გადადო, არგუმენტად  კი პენიტენციური სამსახურის წერილი მოიყვანა, რის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი სასამართლოს მიმართავს და სთხოვს, რომ მის გარეშე არცერთი შუამდგომლობა არ განიხილონ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი