"გაუარესებული სისხლის ანალიზების გამო, უტარდება გადასხმები სედაციის ფონზე" - მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერ ჩაერთო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომას მესამე პრეზიდენტი დისტანციურად არ ერთვება. მიზეზი მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაა.

"დღეს,მიხეილ სააკაშვილი თავად უნდა ჩართულიყო სასამართლო პროცესზე,მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო(გაუარესებული სისხლის ანალიზების),მას უტარდება გადასხმები სედაციის ფონზე. იმედია,უახლოეს დღეებში გაუმჯობესდება პარამეტრები,ზოგადი მდგომარეობა და შეძლებს ჩართვას მომავალ პროცესზე.
მას ამის დიდი სურვილი და საბრძოლო განწყობა აქვს." წერს ფეისბუქზე ენმ-ის წევრი, სოფო ჯაფარიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი