ჩეხეთში ჩავიდა პირველი ამერიკული ვერტმფრენები, რომლებმაც რუსული ტექნიკა უნდა ჩაანაცვლონ

გამოქვეყნდა:

ჩეხეთში პირველი ამერიკული ვერტმფრენები ჩავიდა. ისინი რუსულ ტექნიკას ჩაანაცვლებენ.

ჩეხეთი 600 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების სულ 12 ვერტმფრენს ყიდულობს, მათგან ოთხ საბრძოლო AH-1 Vipes-ს და რვა მრავალფუნქციურ AH-1Y Venoms-ს. ახალი ვერტმფრენების გარდა, ჩეხეთი რვა ძველ, განახლებად მოდელს მიიღებს.

ამერიკული ტექნიკა რუსულ Mi-24/35-ს ჩაანაცვლებს, რომელთა ნაწილი ჩეხეთმა უკრაინას უკვე გადასცა. 
ორივე ტიპის ვერტმფრენს იდენტური ძირითადი კომპონენტები აქვს, რაც მათ შენახვას მარტივსა და იაფს ხდის. 

AH-1Z Viper საბრძოლო ვერტმფრენები ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ვერტმფრენებითა და მბრუნავი ტყვიამფრქვევებითაა შეიარაღებული. 

ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსი, კარელ რჟა ახალი ვერტმფრენების შესყიდვას ჯარის მოდერნიზაციის მთავარ პროექტს უწოდებს. 

7 ივლისს ჩეხეთის პრემიერმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ჩეხეთი უკრაინას დამატებით გადასცემს შვეულმფრენებს, დიდი კალიბრის საბრძოლო მასალას და ასევე, დაეხმარება F-16-ის პილოტების მომზადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი