კუნძულ სიცილიაზე ხანძრის გამო ტურისტების ევაკუაცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

კუნძულ სიცილიაზე ძლიერი ხანძრის გამო ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. ბუნებრივი კატასტროფა საფრთხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც უქმნის. ხანძრის გამო დროებით დაიხურა პალერმოს აეროპორტიც. 

„სიცხისა და დაკვამლიანების გამო, ადამიანებს სუნთქვა არ შეუძლიათ. ისინი იძულებულები არიან, გამოვიდნენ ქუჩაში, რადგან მათი სახლები იწვის“, - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტყის ხანძრები მთელ კუნძულზე მძვინვარებს, მათ შორის პალერმოს, კატანიასა და მესინას გარშემო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი