
უკრაინაში კიდევ ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლეს. მედიის ინფორმაციით, ფრონტზე ლიკვიდირებულ იქნა პოლკოვნიკი, 54 წლის ოლეგ სმორკალოვი. სმორკალოვი დონეცკის ოლქში, ლიმანთან ახლოს მოკლეს
მედიის ცნობით, მოკლული რუსი სამხედრო პენსიაზე იყო გასული, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ის ომში წავიდა. ცნობილია, რომ ოლეგ სმორკალოვი უკვე დაკრძალეს მარი ელის რესპუბლიკაში.