ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობი კევინ სპეისი სექსუალური სახის ძალადობის ყველა ბრალდებაში გამართლდა. ლონდონის სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ჰოლივუდის 64 წლის ვარსკვლავს სექსუალური ხასიათის სხვადასხვა დანაშაულების ჩადენაში სდებდნენ ბრალს. მის წინააღმდეგ 9 ბრალდება იყო. საქმე ეხება 2004-2013 წლების პერიოდს, როცა სპეისი Old Vic Theatre-ის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.