"ეს ჩვენი ერთ-ერთი მიღწევაა"... - უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა ყირიმის ხიდის აფეთქებაში მონაწილეობა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] უფროსმა,  ვასილი მალიუკმა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის მონაწილეობა ყირიმის ხიდზე,  2022 წლის ოქტომბერში მომხდარ აფეთქებაში. მისი თქმით, ყირიმის ხიდის დანგრევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო:

„ბევრი სხვადასხვა სპეცოპერაციაა. ზოგიერთ მათგანზე გამარჯვების შემდეგ ვისაუბრებთ, ზოგიერთზე საერთოდ არ ვისაუბრებთ... ყირიმის ხიდის დანგრევა ჩვენი ერთ-ერთი მიღწევაა" თქვა ვასილი მალიუკმა.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის ხიდზე აფეთქება გასული წლის  8 ოქტომბრის დილას მოხდა.

პუტინის რეჟიმმა, მომხდარს მაშინვე უწოდა "ტერორისტული აქტი" და უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. 

უკრაინულ მხარეს აფეთქებაში მონაწილეობა დღემდე ოფიციალურად დადასტურებული არ ჰქონდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი