ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.
"დღეს ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, მიიღონ შემზღუდავი ზომები ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან და მის ჩართვასთან დაკავშირებით რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ. ზომები მოიცავს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესებას", - ნათქვამია განცხადებაში.
სანქციების ახალი პაკეტი ოფიციალურად მიღებული ჯერ არ არის.
ბელარუსი პუტინის რუსეთის მთავარი მოკავშირეა. კრემლმა ბელარუსში ბირთვული იარაღი გადაიტანა, ხოლო მინსკის განცხადებით, მისი ძალები ვაგნერის დაჯგუფებასთან ერთად ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.