უიმედობა არის მთავარი მიზაზი, რომლის გამოც ქართველები ქვეყნიდან გარბიან. ამ დასკვნას აქვეყნებს ირლანდიის ლტოლვილთა საბჭო, რომელსაც ბოლო დროს სულ უფრო მეტ ქართველთან უწევს მუშაობა. სწორედ ირლანდიაა ის ქვეყანა, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, თავშესაფრის მთხოვნელთა შორის ჩვენი თანამოქალაქეები პირველ ადგილზე არიან.
მიგრანტების ტალღა იმდენად დიდია, რომ ადგილობრივი მთავრობა იძულებული გახდა შეეცვალა ემიგრაციის პოლიტიკა. სტატისტიკა კიდევ რამდენიმე საგანგაშო მონაცემს აფიქსირებს - ქვეყნიდან წასულთა უმრავლესობა ყველაზე შრომისუნარიანი ასაკისაა და მათი რიცხვი ბოლო წლებში გაორმაგდა.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი