რუსეთთან თანამშრომლობას უკვე ქართული სამრეწველო გიგანტები იწყებენ. ქართული ოცნების მდუმარე ნებართვით ბიზნესი სულ უფრო აქტიურად ეძებს პარტნიორებს ოკუპანტ სახელმწიფოში. რუსთავის აზოტი საბჭოთა ტრადიციებს და ეკონომიკურ კავშირებს იხსენებს და ქალაქ ხაბაროვსკის ქარხანა დალენერგომაშისგან დანადგარებს ყიდულობს.
უფრო მეტიც, ქართული სამრეწველო გიგანტი იმასაც კი თანხმდება, რომ კონტრაქტის ღირებულება რუბლებში აანაზღაუროს. საქართველოს ხელისუფლებას ამ გარიგებაზე რეაქცია არ აქვს - "ქართულ ოცნებაში" ან ამართლებენ ასეთ ეკონომიკურ კავშირებს, ან თავს იტყუებენ, რომ არაფერი იციან.