რუსული უნივერსიტეტის თემა "ქართული ოცნების" გაღიზიანების მიზეზი ხდება. მმართველი პარტიის ლიდერებს არ მოსწონთ მხილება კიდევ ერთი რუსული პროექტის განხორციელებაში და ბრალდების ისრების კვლავ მედიისკენ გადამისამართებას ცდილობენ.
უმრავლესობაში მოითხოვენ, რომ მედიამ დახუროს რუსული უნივერსიტეტის თემა - და ეს მაშინ, როდესაც ფაქტი არა მედიამ, არამედ ეგრედ წოდებული რუსული რბილი ძალის ყველაზე აგრესიულმა წარმომადგენელმა, პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაახმაურა.
მმართველი პარტიის კიდევ ერთი არგუმენტი განათლების სამინისტროს განცხადებაა, რომ განაცხადი უნივერსიტეტის გახსნაზე უწყებაში არ შესულა - და ეს ისტორია ცალსახად გავს რუსეთთან ფრენების აღდგენის თითქოსდა მოულოდნელ გადაწყვეტილებას.