აშშ-ის საელჩოს უმკაცრესი შეფასება "ოცნებას" | რა წერია რეალურად Fara-ს დოკუმენტებში

გამოქვეყნდა:

ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლო - ამ უმკაცრესი შეფასების ადრესატი "ქართული ოცნებაა", სიტყვების ავტორი კი შეერთებული შტატების საელჩო. დიპლომატიური წარმომადგენლობის უკიდურესი გაღიზიანების მიზეზი გახდა მმართველი პარტიის კამპანია მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ამერიკის შესაბამისი უწყების, "ფარას" დოკუმენტაციის გასაჯაროებით "ქართული ოცნების" ლიდერები უამრავ ადამიანს, მათ შორის მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს, პატიმარი პრეზიდენტის ლობირების სანაცვლოდ ფულის მიღებაში ადანაშულებდნენ. ამ ბრალდებებზე საელჩოს, და მთლიანად დიპლომატიური ადმინისტრაციის რეაქცია იმდენად მწვავე იყო, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, ვაშინგტონში ჩვენს ელჩთან და თბილისში საგარეო მინისტრთან სპეციალური კომუნიკაციაც კი გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი