ბაჩალიაშვილის Gmail-ი გაიხსნა - 13-18 ივლისის მონაცემები წაშლილია

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის Gmail-ი გაიხსნა - განცხადება ამის შესახებ შსს-დან გამოსვლის შემდეგ, მიხეილ რამიშვილმა გააკეთა. ადვოკატმა და ბაჩალიაშვილის მშობლებმა შსს ცოტა ხნის წინ დატოვეს. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ 13-18 ივლისის მონაცემები მთლიანად წაშლილია:

Gmail-ი გაიხსნა, სოციალურ ქსელში მოხვდა შესვლა. გარკვეულ ინფორმაციას გავეცანით და საკმაოდ საინტერესო და ბევრი სახის ინფორმაციები მივიღეთ. ამავდროულად, ძალიანა საეჭვო შემხებლობის ნიშნებიც ვნახეთ იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული რიცხვების ინფორმაციები შეღწევადი იყო, იმიტომ რომ წაშლილი დაგხვდა, - ამბობს რამიშვილი და ვარაუდობს, რომ ინფორმაციები წაშლილია

მისივე თქმით, სწორედ 13-18 ივლისია ყველაზე საინტერესო პერიოდი ვის ეკონტაქტებოდა თამარი. ადვოკატის თქმით, მათ დააყენეს მოთხოვნა, რომ დადგინდეს ვინ და როდის გახსნა თამარის Gmail-ი და რა სახის ინფორმაციაა იქიდან წაშლილი.

რაც შეეხება ნანახ მონაცემებს. მიხეილ რამიშვილის თქმით, არის ნიშნები, რომლებმაც "შესაძლოა სხვა შედეგამდე მიიყვანოს გამოძიება". 

ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები შსს-ში დღეს სოციალური ქსელების გახსნასთან დაკავშირებით დაიბარეს და უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სწორედ 18 ივლისს გაუჩინარდა, ხოლო 22 ივლისს ის გარდაცვლილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში იპოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი