რუსეთში ტურისტების ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა 6 მგზავრი [VIDEO]

გამოქვეყნდა:

ალტაის რესპუბლიკაში, რუსეთში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, -  ინფორმაციას გამოცემა Interfax ავრცელებს. 

Mi-8 ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც რუსი ტურისტების ჯგუფი გადაჰყავდა, დაშვებისას ელექტრონულ სადენებს გამოედო და სოფელ ტუნგურთან ჩამოვარდა. 

შემთხვევის შედეგად კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. 

Interfax-ის ცნობით, მომხდარს ადასტურებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი