ტერორიზმის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს, მურად თავართქილაძესა და ედგარ აბასოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის არგუმენტი მიმალვისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე იყო.

დაკავებულების ადვოკატები გირაოს შეფარდების მოთხოვნას აყენებდნენ. ერთ-ერთმა უფლებადამცველმა გრიფით საიდუმლოს მოხსნა მოითხოვა, რადგან მისი თქმით, საიდუმლოდ გრიფირების საფუძვლები არ არსებობს, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩაინიშნა. 

შეგახსენებთ, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე გუშინ, 26 ივლისს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი