ჩვენ რა შუაში ვართ?... ჩემი მოგონილი ხომ არ არის ეს კაცო - კალაძე FARA-ზე სახდეპისა და საელჩოს განცხადებებზე

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შემაშფოთებელია, როდესაც FARA-ს დოკუმენტის მიხედვით, უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომლის ლობირების საქმეშია ჩართული.

კალაძემ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ქართული ოცნება" არაფერ შუაში არ არის, ინფორმაცია აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის შესახებ FARA-ს დოკუმენტში "გარკვევით წერია."

„შემაშფოთებელია, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელი და მითუმეტეს აქ საუბარია სტრატეგიულ პარტნიორზე, ჩანაწერში იყო მითითებული, რომ მას ევალებოდა ორგანიზება გაკეთებინა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით. რა ესაქმება საელჩოს თანამშრომელს ამგვარ ქმედებებში მიიღოს მონაწილეობა.

ჩვენ რა შუაში ვართ? თუ ეს დოკუმენტია არასწორი, მაშინ ამაზეც გააკეთონ მითითება და გააკეთონ განმარტება, მე რამეს ხომ არ ვიგონებ, ჩემი მოგონილი ხომ არ არის ეს კაცო", - ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის გაღიზიანება აშშ-ის საელჩოს მხრიდან "ოცნების" გუნდის მხილებას მოჰყვა. კერძოდ, ქართული ოცნების განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკის საელჩოს თანამშრომელი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის კამპანიაში იყო ჩართული, თავად საელჩოს შეფასებით  "ცრუ და უპასუხისმგებლოა". განცხადების თანახმად, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში

ქართული ოცნების პროპაგანდისტულ განცხადებებს "ფარას" დოკუმენტებზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელიც გამოეხმაურა და გაიმეორა, რომ თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა ლობირებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი