ლიეტუვა EU-ს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის ქვეყნებს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გააკეთა.

"ერთწლიანი შესვენების შემდეგ, დამტკიცდა ახალი სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ - მოდა ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. ბელარუსი მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. მდგომარეობა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გაუარესებულია, ხოლო ბელარუსის ტერიტორია გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ასავლელად", - განაცხადა ლადსბერგისმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპული სანქციების ახალი პაკეტი აწესებს ახალ შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების საქონლისთვის. მისი თქმით, ავიაციის სათადარიგო ნაწილების წინააღმდეგ სანქციები ხელს შეუშლის "ბრძოლის ველზე ასეთი საქონლის გამოჩენას".

18 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი დააწესებს ახალ სანქციებს ბელორუსის წინააღმდეგ. ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე, რომელიც მოიცავს შეზღუდვებს ავიაციასა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი