
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გაახანგრძლივა.
„უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების „უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ“ , მხარი დაუჭირა 347-მა სახალხო დეპუტატმა. საომარი მდგომარეობა ქვეყანაში ოფიციალურად 16 ნოემბრის 05:30 საათამდე გაგრძელდება.
რადამ მიიღო კანონი "უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ "საერთო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებაც" გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 334-მა სახალხო დეპუტატმა. საერთო მობილიზაციაც 90 დღით გაგრძელდა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის რადას საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების ორი კანონპროექტი გუშინ, 26 ივლისს წარუდგინა.