EU საბერძნეთს ტყის ხანძრებთან საბრძოლველად სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენებს გაუგზავნის

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის ფარგლებში, ტყის ხანძრებთან გასამკლავებლად, საბერძნეთს 2 სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენს გაუგზავნის. ამის შესახებ კრიზისული ვითარებების ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.

"ძლიერ ტყის ხანძრები საბერძნეთში კლავ არ არის კონტროლის ქვეშ. დამატებითი დახმარების სახით, ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების ფარგლებში, დამატებით ორ სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენს გავგზავნით საფრანგეთიდან, რათა დავეხმაროთ ცეცხლის ჩაქრობაში. ეს არის ევროპული სოლიდარობა საუკეთესო სახით", - განაცხადა ლენარჩიჩმა.

მანამდე ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, საფრანგეთი, იტალია, მალტა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სერბეთი და საფრანგეთი მონაწილეობენ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის განხორციელებაში. საერთო ჯამში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 490-ზე მეტი მეხანძრე და 7 თვითმფრინავი გაიგზავნა.

საბერძნეთში ტყის ხანძრების გამო კუნძულ როდოსის ყველა მუნიციპალურ ერთეულში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი