სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლაშა ჟღენტის დაკავების ამსახველ კადრებს აქვეყნებს [VIDEO]

გამოქვეყნდა:

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლაშა ჟღენტის დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებს აქვეყნებს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ  ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებები, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რათა ლაშა ჟღენტის დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას და საქმეში არსებულ მასალებს არ მიეცეს დამახინჯებული ინტერპრეტირება და არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გაასაჯაროოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ლაშა ჟღენტის დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებები, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს გააკეთებს ლაშა ჟღენტის უფლებების და ინტერესების დასაცავად, რა მიზნითაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო პროცესი, რათა საქმეზე ობიექტური სურათის შექმნით შესაძლებელი გახდეს საბოლოო სამართლიანი და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. 
თუკი საქმეზე მოპოვებული იქნება რომელიმე სამართალდამცავის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უწყება შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს." ნათქვამია საგამოძიებოს განცხადებაში.

პოლიციის მხრიდან ძალადობა არ ფიქსირდება - ეს განცხადება საგამოძიებომ დღეს დილით გაავრცელა და აღნიშნა, რომ  ჯერჯერობით არ დასტურდება როგორც ლაშა ჟღენტზე, ასევე ბებიამისზე ძალადობა. 

შეგახსენებთ, ფაქტი 20 ივლისს, ვერაზე მოხდა. 21 წლის ახალგაზრდა პოლიციის მხრიდან მასზე და მის ასაკოვამ ბებიაზე სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ ძალადობაზე საუბრობს, რომლის შედეგადაც მათ დაზიანებები მიიღეს.

როგორც თვითმხილველი "მთავარ არხთან" ამბობს, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ბიჭების გარდა, იძალადა მათ ბებიაზეც, რომელიც მოძალადე პოლიციელისგან მისი შვილიშვილების დაცვას ცდილობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი