ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, უკრაინის მხარდამჭერი დემონსტრაციის დროს, სავარაუდოდ, რუსი დიპლომატის ავტომობილი დემონსტრანტს დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მოვლენების თვითმხილველი ამბობს, რომ აქციის მინდინარეობის დროს ერთ-ერთმა მომიტინგემ გზა გადაუკეტა ავტომობილს, რომელსაც რუსული დიპლომატიური ნომრები ჰქონდა. ავტომობილიდან ორი ადამიანი გადმოვიდა, აქციის მონაწილეს რაღაცაზე ესაუბრა, შემდეგ კი ავტომობილში დაბრუნდა. აქციის მონაწილემ გზა არ გაათავისუფლა. პროუკრაინული აქციის სხვა მონაწილეები არ ჩარეულან, მაგრამ მხარი დაუჭირეს დემონსტრანტის ქმედებებს. სწორედ ამ დროს დაეჯახა ავტომობილი აქციის მონაწილეს.
ჰელსინკის პოლიციამ გამოძიება დაიწყო,თუმცა სამართალდამცავები ჯერ ვერ ადასტურებენ, ეკუთვნოდა თუ არა ავტომობილი რუსეთის დიპლომატიურ მისიას და ვინ მონაწილეობდა ინციდენტში.