ცენტრალურ საბერძნეთში ხანძრის შედეგად საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა

გამოქვეყნდა:

საბერძნეთის ქალაქ ქალაქ ნეა ანქიალოსში, საჰაერო ძალების საბრძოლო მასალის საცავში აფეთქება მოხდა. ინციდენტი ტყის ხანძარმა გამოიწვია. ინფორმაციის ადგილობრივი მედია ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსებისა და მაღაზიების მინებიც დაზიანდა. არიან დაშავებულები. მაცხოვრებელთა ნაწილი ევაკუირებულია. შემდგომი აფეთქების შიშის გამო, მაშველები ქალაქში ხანძრის ჩაქრობას ვერ იწყებენ.

მედიის ცნობით, საწყობში, სადაც აფეთქება მოხდა, შეიძლებოდა ყოფილიყო საჰაერო თავდაცვის ქობინი, ასევე საჰაერო ბომბები და HAARM-ის რაკეტები.

საბერძნეთი ერთ კვირაზე მეტია კუნძულ როდოსზე ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის. დაახლოებით 20 ათასი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები და სასტუმროები. ტყის ხანძრები ასევე მძვინვარებს კუნძულ კორფუზე, საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროზე და კუნძულ ევბეაზე, ათენის დედაქალაქთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი