საელჩოს წარმომადგენლები ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ - ბოლო ცნობები

გამოქვეყნდა:

საბერძნეთში საქართველოს დიპლომატიური უწყების ცნობით, 27 ივლისს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ცენტრის დირექტორის მოადგილესთან სოფია ვულგარისთან, რომელსაც ეთხოვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გამგზავრების და მათთან შეხვედრის თაობაზე.

უწყების განცხადებით, საელჩოს განუმარტეს, რომ საქართველოს 3 მოქალაქე უკვე გაემგზავრა საქართველოში, იქ მყოფი 19 პირიდან, 5-ს განაცხადი აქვს გაკეთებული საბერძნეთის რესპუბლიკაში თავშესაფრის მაძიებელი პირის სტატუსის მოსაპოვებლად, შესაბამისად, რთული იქნებოდა აღნიშნულ პირებთან შეხვედრა.

საბოლოოდ საელჩოს წარმომადგენლები ადგილზე საქართველოს 2 მოქალაქეს შეხვდნენ.

"საელჩომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკითხის მნიშვნელობას და მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ბანაკის ხელმძღვანელობამ დაუშვა გამონაკლისი და საელჩოს წარმომადგენელს მისცა მოქალაქეებთან შეხვედრის შესაძლებლობა.

რის შემდეგაც, საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის სურვილი მხოლოდ საქართველოს ორმა მოქალქემ გამოთქვა.

მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბანაკში მყოფ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს დანიშნული აქვს სამედიცინო მკურნალობა, ჯანმრთელობის ქრონიკური პრობლემის გამო. საელჩომ ბანაკის ხელმძღვანელობას სთხოვა დახმარება მოქალაქის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.

ასევე საქართელოში გამგზავრების სურვილი გამოხატა საქართველოს ერთმა მოქალაქემ. შესაბამისად, საელჩოს წარმომადგენლმა ბანაკის ხელმძღვანელობას სთხოვა დახმარება აღნიშნული პირის საქართველოში დაბრუნების საკითხში", - წერია განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ 26 ივლისს, საელჩომ ოფიციალურად გამოითხოვა ინფორმაცია ატიკის პოლიციის უცხოელთა დეპარტამენტიდან მოქალაქეების რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის შესახებ.

მიღებული პასუხის თანახმად, არეულობის მომენტში აღნიშნულ ბანაკში იმყოფებოდა საქართველოს 22 მოქალაქე. ბანაკში მომხდარ ინციდენტში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, შესაბამისად არც ჯანმრთელობის დაზიანება აქვთ და არც რომელიმე მათგანის წინააღმდეგ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე.

მიუხედავად ამისა ბანაკში მყოფი რამდენიმე მოქალაქე ითხოვდა სამედიცინო დახმარების გაწევას და აღნიშნული დაწესებულებიდან მათ გათავისუფლებას, რაზეც განემარტათ, რომ აღნიშნული სცილდება საქართველოს საელჩოს უფლებამოსილებას და ამის შესაძლებლობა საქართველოს დიპლომატიურ მისიას არ გააჩნია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი