"პუტინი მკვლელია"- 20 აგვისტოს ნავალნის მხარდამჭერების აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"პუტინი მკვლელია"- 20 აგვისტოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის მესამე წლისთავზე, მისი თანამოაზრეები აქციას აანონსებენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ 20 წელზე მეტია, რაც პუტინის ძალაუფლება შიშზე, ძალადობასა და მკვლელობებზე დგას.

ოპოზიციონერის თანამოაზრეები მოუწოდებენ მათ, ვინც "უსაფრთხო ქვეყნებში" ცხოვრობს, აქციებში მიიღონ მონაწილეობა. მსურველებს სთხოვენ ჩაწერონ ვიდეო ერთი ფრაზით - "პუტინი მკვლელია", რომელიც პროკლამაციებთან და პროპაგანდისტულ მასალებთან ერთად გავრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი