კატარი უკრაინას 100 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს

გამოქვეყნდა:

კატარი უკრაინას 100 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს, - ამის შესახებ განცხადება კატარის პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჟასმინ ალ თანმა კიევში ვიზიტისას გააკეთა. 

ვიზიტის დროს კატარელი დიპლომატი უკრაინის პრემიერმინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა, რომელმაც უკრაინის მხარდაჭერისთვის მას მადლობა გადაუხადა. 

"ჩვენ ვაფასებთ, რომ კიევს ეწვიეთ იმ დღეებში, როცა რუსეთი ნეო-კოლონისტურ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. თქვენი ვიზიტი უკრაინისთვის ამ  რთულ დროს, მნიშვნელოვანი სიგნალი და მტკიცებულებაა თქვენი ქვეყნის სოლიდარობისა და მხარდაჭერისა უკრაინის მიმართ", - თქვა შმიგალმა. 

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, კატარის მიერ შემოწირული თანხა უკრაინის აღდგენას მოხმარდება, კერძოდ, ჯანმრთელობის, განათლების, ჰუმანიტარული განაღმვისა და სხვა მნიშვნელოვან სოციალურ, თუ ჰუმანიტარულ პროექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი