28 ივლისის მონაცემებით, რუსულ აგრესიას უკრაინაში 498 ბავშვი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

28 ივლისის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 498 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 077 -ზე მეტი არასრულწლოვანი, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში - 481, ხარკოვის ოლქში - 298, კიევის ოლქში - 129, ჩერნიგოვის ოლქში - 71, ლუგანსკის ოლქში - 67, ნიკოლაევის ოლქში - 89, ხერსონის ოლქში - 116, ზაპოროჟიეს ოლქში - 91, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 83.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი