ნაციონალური მოძრაობის და სტრატეგია აღმაშენებლის ალიანსმა კონსულტაციები დაასრულა.
ხაბეიშვილი -ვაშაძის პოლიტიკურ ერთობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა პარტია არ შეუერთდება.
კონსულტაციებს მართავენ "ლელო", "გირჩი- მეტი თავისუფლება" და "დროა".
უცნობია შეძლებენ თუ არა საბოლოოდ ხაზარაძე -ჯაფარიძე და ხოშტარია შეთანხმებას ერთ გაერთიანებად იბრძოლონ ქართული ოცნების წინააღმდეგ. ასევე უცნობია შეუერთდება თუ არა მათ "ევროპული საქართველო" თუ ისევ დამოუკიდებლად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.
ამ ეტაპზე ცალკე პოლიტიკურ მოთამაშედ რჩება გახარია და მისი გუნდიც.