ფირცხალავას დაგეგმილი რუსული გამოფენა ბათუმში ჩაიშალა - ქართული სამშენებლო კომპანიების თქმით, მათი სახელები უნებართვოდ გამოიყენეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, სპეციალურად რუსეთის მოქალაქეებისთვის დაანონსებული ხვალინდელი ღონისძიება ხალხის პროტესტის შემდეგ ჩაიშალა. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი აუქციონი -გამოფენა დღეს რუსეთში მოღვაწე მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ დააანონსა. ფირცხალავამ რომელიც საქართველოში ფლობს ბიზნესს და უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელია, გამოაქვეყნა იმ ქართული სამშენებლო კომპანიების სია, რომლებსაც ღონისძიებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა მას მერე რაც მოქალაქეებში დაანონსებულმა ღონისძიებამ აჟიოტაჟი გამოიწვია, ქართულმა კომპანიებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს განცხადებების გავრცელება, რომ მათი ლოგო და სახელი უნებართვოდ იქნა გამოყენებული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი