შეიძლება საფრთხე შეექმნას სასწავლო პროცესის დროულად განახლებას- ეკატერინე ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

გამოცხადდება თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა - კორონავირუსის ახალი კერების გაჩენის შემთხვევაში ეპიდაფეთქება გარდაუვალია. ეპიდემიოლოგები 1000-მდე ტესტის პასუხს დეს ელოდებიან ის შედეგადაც რეგულაციების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ არის გამორიცხული, სასწავლო პროცესიც გადაიდოს. 

ეს 1000 ტესტი ჩატარებულია მესტიაში, ზუგდიდსა და ქუთაისში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 30-მდე შემთხვევა ერთ ლოკაციასთან დაკავშირებული, მძიმე შედეგია. 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ტესტების პასუხების მიხედვით გადაწყდება შემდეგი ღონისძიებების გატარება. 

თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და დღეს გვაქვს არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცია და ა.შ., ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბრის დასაწყისში შეიძლება საფრთხე შეექმნას სასწავლო პროცესის დაწყებას, - განაცხადა მან.  

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამტკიცებს, რომ სამინისტრო მობილიზებულია, რათა მოსახლეობას სურსათის და პირველადი საჭიროების ნივთებით მომარაგების პრობლემები არ შეექმნას. 

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, სვანეთში ეპიდემიის აფეთქებას მიასწრეს და იქ ვირუსის წარმატებით შეკავება მოხერხდა. მისი თქმთ, ყაზბეგში ეპიდვითარება საგანგაშო არ არის და იქ შეზღუდვები არ დაწესდება

მთავრობა ყველა მოქალაქეს, რომელიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში სვანეთში იმყოფებოდა, მიმართავს თხვნით, რომ მიმართონ სწრაფი ტესტირების ცენტრებს. ტურისტებისთვის კი სპეციალური ცხელი ხზი 144 არსებობს, მათ ამ ნომერზე შეუძიათ აცნობონ, სვანეთში ურჩევნიათ დარჩენა თუ რომელიმე საკარანტინე სივრცეში გადაყვანა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა.

მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია, ადგილზე მუშაობას მხოლოდ ბანკები, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და კვების ის ობიექტები აგრძელებენ, რომლებსაც ღია სივრცე აქვთ. რეგიონში მობილიზებული არიან ეპიდემიოლოგების ჯგუფები, რომლებიც PCR ტესტირებას ჩაატარებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი