აგვისტოდან ფინეთი სანქტ-პეტერბურგის სავიზო ცენტრში ფინეთის ვიზაზე და ბინადრობის ნებართვაზე განაცხადების მიღებას წყვეტს

გამოქვეყნდა:

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 -ელი აგვისტოდან სანქტ-პეტერბურგის სავიზო ცენტრი ფინეთის ვიზაზე და ბინადრობის ნებართვაზე განაცხადებს აღარ მიიღებს.

გარდა ამისა, 1 აგვისტოდან 31 აგვისტომდე, რესურსების ნაკლებობის გამო, ფინეთში ვიზისა და ბინადრობის ნებართვის განაცხადები აღარ მიიღება არც  მოსკოვში მდებარე საელჩოში.

1-ელ აგვისტომდე შეტანილი მოთხოვნები კი განიხილება ჩვეულ რეჟიმში.

1-ელ სექტემბერს სანქტ-პეტერბურგში ფინეთის გენერალური საკონსულოს სავიზო მხარდაჭერის სამსახური დაიხურება და მოსკოვში მდებარე საელჩო გახდება ერთადერთი ადგილი, რომელიც ფინეთთან დაკავშირებულ საიმიგრაციო და სავიზო საკითხებს მოაგვარებს.

ცნობისთვის, ივნისში ფინეთმა ჰელსინკში მდებარე რუსეთის საელჩოს ცხრა თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. საპასუხოდ, რუსეთმა ცხრა ფინელი დიპლომატი გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად და ფინეთს სანქტ-პეტერბურგში მოქმედი გენერალური საკონსულოს დახურვის შესახებ აცნობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი