როსტოვში, ტაგანროგში ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - "ახლა ყველა სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზეა. ავარიის ზონაში ამოქმედდება საგანგებო რეჟიმი" - წერს ქალაქის მერი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში ძლიერი აფეთქება მოხდა, ბოლო მონაცემებით დაშავდა 12 ადამიანი. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
რუსეთის ხელისუფლება ქალაქის დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებს.