
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინის საჰაერო ძალები მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხეა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსებმა დნიპროში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. არსებული ცნობებით, აფეთქებების ხმა ისმის ზაპოროჟიეშიც.