
წინასწარი ინფორმაციით დნიპროში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმა ისკანდერის ტიპის რაკეტებით მოხდა - ინფორმაციას ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკა ავრცელებს.
''სასწაულია, რომ გარდაცვლილი არ არის. არის სამი დაჭრილი, რომლებიც საავადმყოფოში საკუთარი ძალებით წავიდნენ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია''- წერს ის.
სერგეი ლისკას ინფორმაციითვე, დნიპროში თავდასხმა 20:30 საათზე მოხდა და ოკუპანტების სამიზნე, საცხოვრებელ კორპუსთან ერთად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] შენობაც იყო. მისი თქმით, რადგან საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში არ იყო შესული, იქ ბევრი ხალხი არ ცხოვრობდა. ამ დროისთვის შენობაში ადამიანები აღარ იმყოფებიან.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ომის ყველა დამნაშავის დასჯის პირობა დადო.