
დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. როგორც დნიპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი მიკოლა ლუკაშუკი ამბობს, მათ შორის ორი ბავშვია. ამ დროისთვის სასწრაფო სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ნგრევის მასშტაბები იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე ვრცელდებოდა. ლუკაშუკის თქმით, მთელი საცხოვრებელი კომპლექსი დაზიანებულია, თუმცა მისი ერთ-ერთი კორპუსი მე-9-დან მე-13 სართულამდეა დანგრეული.
შეგახსენებთ, რუსეთმა დნიპროზე სარაკეტო იერიში გუშინ, 28 ივლისის საღამოს მიიტანა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა 2 ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერ-M" გამოიყენეს. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და ომის ყველა დამნაშავის დასჯის პირობა დადო.