გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ხერსონს შეუტიეს - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ხერსონის რაიონში რუსული აგრესიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. როგორც უკრაინული გამოცემა "უნიანი" იტყობინება, გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის დეოკუპირებულ ტერიტორიას არაერთხელ შეუტიეს. რუსული ძალები თავს დაესხნენ პორტის ინფრასტრუქტურას. 

​ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი Telegram-ზე წერს, რომ გასული დღის განმავლობაში მტერმა 29 შეტევა განახორციელა. ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, თვითმფრინავებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან კი 126 ჭურვი გაისროლა.

"მტერმა 11 ჭურვი ესროლა ქალაქ ხერსონს. რუსი სამხედროების სამიზნე იყო რეგიონის მოსახლეობის საცხოვრებელი კვარტალი, ბერისლავის რაიონის მარცვლეულის ტერმინალის ტერიტორია. რუსული აგრესიის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი," - განაცხადა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი