ბოლო 2 დღეში უკრაინის სამხრეთით ფრონტის 2 სექტორზე საომარი მოქმედებები გააქტიურდა - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინის სამხრეთით ფრონტის ორ სექტორზე საომარი მოქმედებები გააქტიურდა. კერძოდ, უწყების თქმით, ბრძოლები კონცენტრირებულია ორიხოვის სამხრეთით, სოფელ რობოტინის მახლობლად, სადაც მოქმედებს რუსეთის ფედერაციის 58-ე გაერთიანებული არმია.

ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთით 80 კმ-ზე, უკრაინულმა ძალებმა გამანადგურებელი იერიში მიიტანეს რუსეთის ფედერაციის 247-ე გვარდიის საჰაერო სადესანტო პოლკის რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ნაწილებზე, რათა გაეთავისუფლებინათ დონეცკის ოლქის სოფელი სტარომაიორსკოე.

"ამავდროულად, ჩრდილოეთით საჰაერო სადესანტო ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს სერებრიანსკის ტყეში კრემინას დასავლეთით, აქცთ მცირე მიღწევები", - ნათქვამია უწყების ყოველდღიურ ანგარიშში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი