ყირიმში, დივერსიის შედეგად, ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა - უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

28 ივლისის საღამოს ოკუპირებულ ყირიმში რუსული საბრძოლო მასალის საცავში რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციასა და აფეთქებების ამსახველ ვიდეოს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. უწყების თქმით, ეს დივერსიის შედეგი იყო.

"28 ივლისს საღამოს დაახლოებით 10 საათზე დროებით ოკუპირებული ყირიმის კაზაკთა ყურეში ხმაური იყო. თვითმხილველებმა გაიგეს ჯერ ორი აფეთქება და შემდეგ საბრძოლო მასალის აფეთქების ხმა," - ნათქვამია მოხსენებაში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სასწრაფო და პოლიცია. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი