"ოცნებას" მოსახლეობასთან ჰიბრიდული ომი აქვს გამოცხადებული - გახარია

გამოქვეყნდა:

"ოცნებას" საკუთარ მოსახლეობასთან ჰიბრიდული ომი აქვს გამოცხადებული" - სოციალურ ქსელში 
გიორგი გახარიას ვიდეო ვრცელდება, სადაც ის ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს და აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე კომპრომისები არ იქნება.

ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე "ქართული ოცნების" პროპაგანდას პასუხობს და ამბობს, რომ გრძელვადიანი მშვიდობის მომტანი ამ ქვეყანაში მხოლოდ ქვეყნის ევროპული მომავალია. მისი შეფასებით, მმართველი პარტია ქვეყანას რუსეთთან პირისპირ მარტო ტოვებს.

"ოცნება" დღეს, იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ჩვენი შვილების მომავლით ვაჭრობს. მათ მომავალს ხარჯავს დღეს. იმათ პერსპექტივას ცვლის თავიანთ დღევანდელ სავარძლებში და კაბინეტებში. დღევანდელმა ხელისუფლებამ ჰიბრიდული ომი გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეს.
ვიღაცა რომ გვეუბნება ხოლმე - ომი გინდათ? ჯერჯერობით, ესე, ღიმილით სახეზე მინდა რბილად შევახსენო, რომ საქართველოს ამ ომის ფასი უკვე გადახდილი აქვს და 2008 წელს თითოეული სიცოცხლე, რომელიც ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა გადაიხადა, გადაიხადა იმისთვის, რომ დღეს საქართველო იყოს ევროკავშირში ყველაზე პერსპექტიული პირველი ქვეყანა და NATO წევრობის პირველი კანდიდატი და ესენი ახლა რასაც აკეთებენ, იმ დაღუპული ქართველი ჯარისკაცების და ახალგაზრდების სიცოცხლეს აუფასურებენ, ჰაერს ატანენ...

გრძელვადიანი მშვიდობის მომტანი ამ ქვეყანაში არის მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ევროპული, ღირსეული, დემოკრატიული, სამართლიანი მომავალი. გრძელვადიანი მშვიდობის მომტანი ის, რასაც ესენი დღეს აკეთებენ, ქვეყანას პირისპირ, ერთი-ერთზე ტოვებენ რუსეთთა, ვერ იქნება მშვიდობის მომტანი. აქ კომპრომისები არ იქნება, არც ერთ შემთხვევაში. ეს არც გაფრთხილება და არც არც მუქარაა, ეს ობიექტური რეალობაა," - ამბობს გახარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი