პოლონეთის საზღვართან დისლოცირებული "ვაგნერელები" შეეცდებიან არალეგალ მიგრანტებს დაეხმარონ პოლონეთში შესვლაში, დესტაბილიზაციის მიზნით - მორავიეცკი

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ბელარუსში დისლოცირებული 100-ზე მეტი "ვაგნერელი" განლაგებულია სუვალკის დერეფნის მიდამოებში, პოლონეთ-ლიეტუვის საზღვართან.

„სავარაუდოდ, ისინი (დაქირავებულები) ბელარუსის მესაზღვრეებად შეიცვლებიან და დაეხმარებიან არალეგალ მიგრანტებს პოლონეთის ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის მიზნით შესვლაში, მაგრამ ასევე სავარაუდოა, რომ ისინი შეეცდებიან პოლონეთში შესვლას  და ეს დამატებით რისკებს ქმნის“, - თქვა მატეუშ მორავიეცკიმ.

ბელარუსის ტერიტორიაზე "ვაგნერის" დაქირავებულთა ბანაკების გამოჩენის შემდეგ, პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა თავისი ჯარების გაძლიერება აღმოსავლეთ საზღვარზე.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ საზღვარზე სამხედროების რაოდენობა გაორმაგდება 172,000-დან 300,000-მდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი