საბერძნეთის ოფიციალური პირების თქმით, ხანძრები კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ქარი კვლავ საფრთხეს წარმოადგენს

გამოქვეყნდა:

ტყის ხანძრები, რომლებიც საბერძნეთში 2 კვირაზე მეტია გრძელდება, კონტროლს ექვემდებარება, თუმცა მეხანძრეები საკვანძო ადგილებში კვლავ რჩებიან. ამის შესახებ საბერძნეთის სახანძრო დეპარტამენტმა განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე აქტიური კერები კუნძულ როდოსზე, კორფუსა და ცენტრალურ საბერძნეთში მდებარე სამ უდიდეს ტყეში იყო. ამ სამ რაიონში, კვლავ იმყოფება  460 მეხანძრე.

საბერძნეთში ხანძრები ძლიერმა სიცხემ და ქარმა გამოიწვია.

კუნძულ როდოსიდან 2 000-მდე ადამიანის, უმეტესწილად ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა. ამ კვირის დასაწყისში პოპულარული ტურისტული ადგილის ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ევაკუაცია იყო გამოცხადებული საბერძნეთის სხვა კუნძულებზეც.

ათენის ობსერვატორიის ინფორმაციით, ხანძრების შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, დაიწვა თითქმის 50 000 ჰექტარი ტყე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი