ბაიდენი გეგმავს, ხელი მოაწეროს განკარგულებას ჩინეთში ტექნოლოგიური ინვესტიციების შეზღუდვის შესახებ - Bloomberg

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აგვისტოს შუა რიცხვებში გეგმავს, რომ ხელი მოაწეროს ბრძანებას ჩინეთში ამერიკული ტექნოლოგიების ინვესტიციების შეზღუდვის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დადგენილება გავლენას არ მოახდენს არსებულ ინვესტიციებზე და მხოლოდ აკრძალავს გარკვეულ ტრანზაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ნახევარგამტარებთან, ხელოვნურ ინტელექტთან და კვანტურ გამოთვლებთან.

გამოცემის ცნობითვე, შეზღუდვები ძალაში მომავალ წელს შევა.

Bloomberg წერს, რომ ინვესტიციების კონტროლი თეთრი სახლის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რათა შეზღუდოს ჩინეთის შესაძლებლობა განავითაროს შემდეგი თაობის ტექნოლოგიები, რომლებიც, სავარაუდოდ, დომინირებს ეროვნულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი