ამერიკის მთავარ ეპიდემიოლოგს რუსული ვაქცინის ეფექტურობის არ სჯერა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების მთავარ ეპიდემიოლოგს კორონავირუსის საწინაამღდეგო რუსული ვაქცინის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება. ენტონი ფაუჩის განმარტებით, აუცილებელია მედიკამენტმა შესაბამისი სტანდარტები დააკმაყოფილოს, რისი დამტკიცებაც მხოლოდ საფუძვლიან კვლევებს შეუძლია.  

ვაქცინის შექმნა და დამტკიცება, რომ მედიკამენტი უსაფრთხო და ეფექტურია, ორი სხვადასხვა რამ არის. ჩვენ ათამდე ვაქცინა გვაქვს და თუ გვინდა, რომ ადამიანებს ზიანი მივაყენოთ, ან ისეთი რამ გავუკეთოთ, რაც არ იმოქმედებს, შეგვიძლია ამის გაკეთება ხვალვე დავიწყოთ. კარგია, თუ რუსეთმა საბოლოოდ დაამტკიცა ამ ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება, მაგრამ ამაში ეჭვი მეპარება, - ამბობს ფაუჩი.

რუსეთში კი ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცეს და უახლოეს დღეებში მის წარმოებასაც დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე ივნისის დასაწყისიში დაიწყეს, პირველ ჯერზე საცდელ პირებად 50 სამხედრო შეარჩიეს. 

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა Gamaleya Institute-ის შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საგისტრაციის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ვაქცინის საცდელი ვერსია მის ქალიშვილსაც გაუკეთეს.

CNN-ის ცნობით, რუსეთს მედიკამენტთან დაკავშირებული მეცნიერული დოკუმენტები არ გაუსაჯაროებია, ამიტომ უცნობია ზუსტი ინფორმაცია რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა ამ ეტაპზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი