რუსეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანზე გამოცდას იწყებენ

გამოქვეყნდა:

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანზე გამოცდას იწყებს. ცდები უახლოეს დღეებში დაიწყება და მათ თავდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ 50 ჯარისკაცზე ჩაატარებენ.

რუსეთში კოვიდ 19 ეპიდემია სწრაფად ვრცელდება. ოფიციალური მონაცმებებით ბოლო 24 საათის განმავლობაში  ქვეყანაში 9 ათასამდე ადამაინი დაინფიცირდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა მოსკოვშია, სადაც ეპიდემის ყველაზე მაღალი, 180 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსის 425 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი, 5 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი