თურქეთში, ქალაქ დენიზლიში ქიმიური მასალების საწყობი იწვის

გამოქვეყნდა:

თურქეთში, ქალაქ დენიზლიში ქიმიური მასალების საწყობი იწვის. თურქული მედიის ცნობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული. მაშველების ინფორმაციით, ადგილზე აფეთქების საშიშროებაა, რადგან საწყობში ქიმიური საშუალებები ინახება.

ხანძრის ლიკვიდირებისას ერთი მეხანძრე ძლიერი დაკვამლიანების გამო შეუძლოდ გახდა. დაშავებული ფამუქალეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი