აშშ-ში გაქცეული გამგებლები - ვინ არიან მცხეთის 3 სოფლის ოფიციალური პირები, რომლებიც ემიგრაციაში სამსახურს ეძებენ

გამოქვეყნდა:

რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში იზრდება, საქართველოს მოქალაქეები კი ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და უპერსპექტივობამ სამშობლოდან გააქცია. ქვეყანას ტოვებენ იმ ხელისუფლების წევრებიც, რომელიც მოსახლეობას ყოველდღიურად უმტკიცებს, რომ ეკონომიკა და სამუშაო ადგილები იზრდება, სიღარიბე კი იკლებს. 

ეს მხოლოდ განცხადებებია, სამი გამგებლის ამერიკაში გაქცევა კი ფაქტი. ნაწილი შეერთებულ შტატებში არალეგალური გზით, მექსიკის გავლით წავიდა. წეროვანის, წილკანისა და ნაოზას სოფლების გამგებლები ახლა შეერთებულ შტატებში არიან. 

ჩვენი ინფორმაციით ისინი ბიძინა ივანიშვილის ერთგული, თუმცა ახლა უკვე მასთან ფსევდო გამიჯნული "ხალხის ძალის'' ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის ახლო გარემოცვის წევრები არიან. მათ ისე დატოვეს ქვეყანა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ თანამშრომლებმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი