კიდევ ერთი რუსული კრუიზი - ბათუმში პუტინის პროპაგანდისტები ჩამოდიან

გამოქვეყნდა:

საქართველოს უკვე დემონსტრაციულად სტუმრობენ არა უბრალოდ რუსეთის მოქალაქეები, არამედ პუტინის აქტიური მხარდამჭერები და პროპაგანდისტები. 

რუსეთთან ფრენების განახლებას და საჰაერო სივრცის რუსეთისთვის დათმობას, საზღვაო მიმოსვლის გააქტიურებაც მოჰყვა. ორ დღეში, [31 ივლისს, დილის 6 საათზე] ბათუმში კიდევ ერთი საკრუიზო გემი შემოვა 800-მდე მგზავრით. უკვე ცნობილია ვინ იქნებიან ბორტზე. უკრაინის მიერ დასანქცირებული რუსი მომღერალი ფომინი, რომელსაც ლატვიამ თავის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ასევე ჯგუფი ,,ტესტოსტერონი'' და მისი ქართველი დამფუძნებლები. ის ადამიანები, რომლებიც ღიად მხარს უჭერენ აგრესორი დიქტატორის პოლიტიკას, თუმცა მათი საკრუიზო მოგზაურობა და ბათუმში გასეირნება არ ჩაივლის ხმაურის გარეშე. 

,,რუსეთი ოკუპანტია! საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს!'' - დილის 6-ს საათზე ბათუმის პორტში შემოსულ გემს ბათუმელები ამ წარწერებით და პროტესტით კიდევ ერთხელ დახვდებიან, მათ გვერდით იქნებიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული სამოქალაქო აქტივისტებიც.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი