ოლენივკას ტრაგედიის 1 წელი - მესამე მოიერიშე ბრიგადა ფრონტზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი დღეს ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტში ჩავიდა. ომში მყოფი ქვეყნის პირველმა პირმა მებრძოლები დააჯილდოვა და სპეციალური ოპერაციული ძალების პროფესიული დღე მიულოცა. ბახმუტში თავგანწირვით იბრძვის ტაქტიკურ ჯფუფ აზოვის მესამე მოიერიშე ბრიგადა, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც აზოვის ვეტერანები და მოხალისეთა ქვედანაყოფის მებრძოლები არიან. 

ერთი წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ აზოვი ისევ უკრაინის ერთ-ერთ მთავარ ფრონტზე იომებდა, მაშინ პოლკის პირადი შემადგენლობა ტყვეობაში იყო და შარშან, სწორედ 29 ივლისს ააფეთქა რუსეთმა ყოფილი კოლონიის შენობა ოლენივკაში, სადაც დატყვევებული აზოვის გმირი მებრძოლები იმყოფებოდნენ. რუსეთმა კი ადგილზე არ დაუშვა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, იმისთვის რომ არ გამომჟღავნებული მისი კიდევ ერთი დანაშაული. 

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი