რეანიმაციის განყოფილება, სპორტდარბაზი, საუნა, თეატრი, კოსმეტოლოგიური კაბინეტი... - ამ ყველაფრით არის აღჭურვილი 77 მილიონი დოლარის ღირებულების დაჯავშნილი მატარებელი, რომლითაც ვლადიმერ პუტინი გადაადგილდება. დიქტატორი ამ მატარებელში თავს ბევრად უსაფრთხოდ გრძნობს, რადგან თვითმფრინავისგან განსხვავებით მისი მარშრუტის გაკონტროლება რადარებით შეუძლებელია. მას უკვე შეარქვეს ,,მოჩვენება მატარებელი''.
,,ევპატორია - სანქტ პეტერბურგი!" - მატარებელი ამ წარწერით განსაკუთრებული სიჩქარით მოძრაობს.